image desctription
  1. მთავარი
  2. სიახლეები

სიახლეები

image description

ერთთვიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დღეს, 3 აგვისტოს განახლდება. "რუსთავი" ასპარეზობას 6 აგვისტოს "ჩიხურასთან" მატჩით დაიწყებს. 

ერთთვიანი პაუზის დროს, გუნდი დატოვეს: პაპუნა ფონიავამ, ზურაბ ჯაფიაშვილმა, ნიკოლაი ყიფიანმა და სოსლან ტაკულოვმა.
ასევე, იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ქუთაისის "ტორპედოში" თემურ ჩოგაძე და ზაზა ციცქიშვილი ითამაშებენ.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "რუსთავმა" 7 ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი გუნდის ღირსებას დათა სიჭინავა, გიორგი ვასაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, ნიკა ძალამიძე, გიორგი თევზაძე და ლაშა ლეჟავა დაიცავენ.

დათა სიჭინავა

სიჭინავა "რუსთავში" 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ის ბოლოს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

გიორგი ვასაძე

30 წლის ნახევარმცველი ჩვენი გუნდის ღირსებას 2017 წელს იცავდა, სწორედ მაშინ, როცა გუნდმა ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

ვასაძე ბოლოს თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, სადაც 52 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი ლაცაბიძე

საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" 24 წლის მარცხენა მცველი, გიორგი ლაცაბიძე შუერთდა. ის ბოლოს "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა. ასევე, ის 2017-18 წლებში საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ღირსებას იცავდა.

ლუკა ნოზაძე

 

22 წლის ცენტრალური მცველი 2014/15 წლების სეზონში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა.
ის ასევე, ლანჩხუთის "გურიასა" და ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა, ბოლოს კი ირანის უმაღლესი ლიგის გუნდ "სეფიდრუდის" ღირსებას იცავდა.

ნიკა ძალამიძე 

ძალამიძეზე პოლონეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა 6 სეზონის განმავლობაში: " ვიძევი", " იაგელონია", " გურნიკი"; აგრეთვე უთამაშია თურქეთის უმაღლეს ლიგაში: "რიზესპორი" და რუმინულ "იუვენტუსში". 2018 წლის პირველი ნახევარი გაატარა თბილისის "დინამოში", ბოლო კლუბი კი, რუსეთის პირველი ლიგის "ბალტიკა" იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ძალამიძემ 7 მატჩი ჩაატარა.

გიორგი თევზაძე 

თევზაძე "საბურთალოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თუმცა საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში დებიუტი "სამტრედიას" შემადგენლობაში ჰქონდა.
ის ასევე თამაშობდა დინამო თბილისის შემადგენლობაში. შემდეგ სლოვაკური გუნდის, "ჟილინას" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მშობლიურ გუნდ, "საბურთალოში" გამოდიოდა. 

თევზაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების (U17, U19, U21) წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

ლაშა ლეჟავა 

21 წლის ნახევარმცველი 2017 წელს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" შემადგენლობაში თამაშობდა. 2018 წლიდან კი ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა. წლევანდელ სეზონში ლეჟავამ "სიონის" მაისურით მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.