image desctription
  1. მთავარი
  2. სიახლეები

სიახლეები

image description

4 მაისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა. საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" სტუმრად "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. 

პირველი ნახევარი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. მე-3 წუთზე სწრაფი გოლით "ვიტ ჯორჯია" კახაბერ კაკაშვილმა დააწინაურა. 27-ე წუთზე გიორგი გეთიაშვილმა მეორედ გაუტანა "რუსთავს". საბოლოოდ პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა. 

მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი გამოდგა, "ვიტ ჯორჯიას" კართან აქტიურობას 76-ე წუთზე ნიკალაი ყიფიანის გოლი მოყვა. დარჩენილ 25 წუთში "რუსთავმა" 83-ე წუთზე ლუკა სილაგაძის გოლით გაათანაბრა ანგარიში. დამეტებით დროში ნიკალაი ყიფიანის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ჯონი შეროზიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ფარხად გისტაროვმა ზუსტად დაარტყვა და მესამე, გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ,"რუსთავმა" 3 ქულის მოპოვება შეძლო. 11 ტურის ჯამში გუნდს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. 

 

გოლები: 1:0 - კაკაშვილი (3'), 2:0 - გეთიაშვილი (27'), 2:1 - ყიფიანი (76'), 2:2 - სილაგაძე (83'), 2:3 - გისტაროვი (90+1')

 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი, ლაცაბიძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ვასაძე, ღუდუშაური (მუზაშვილი 81'), ღირდალაძე (ჩიტიშვილი 67'), კაკაშვილი (მუსელიანი 61'), სეხნიაშვილი

რუსთავი: მამარდაშვილი, კაპანაძე, ტაკულოვი (იმნაძე 46'), ფონიავა, სილაგაძე, გუჯაბიძე, ციცქიშვილი, ჩოგაძე (ყიფიანი 57'), ქოჩლაძე, გისტაროვი, ჭიჭაღუა (გადრანი 46')