image desctription
  1. მთავარი
  2. სიახლეები

სიახლეები

image description

საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" კაპიტანმა, ლუკა სილაგაძემ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის წინ ისაუბრა:

"10 თამაშის შემდეგ სატურნირო ცხრილში ცუდი სიტუაცია გაქვს, თუმცა მაინც აქტიურად ვემზადებით და ვაგრძელებთ დარჩენისთვის ბრძოლას. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შრომითა და მონდომებით დასახულ მიზანს, რასაც ეროვნულ ლიგაში დარჩენა ქვია, მივაღწევთ.

ჩვენი მეტოქე საინტერესო და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. პირველ წრეში მათთან მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მოგებაც შეიძლებოდა. ამჯერად ვეცდებით, შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ, რა თქმა უნდა, მოსაგებად ვითამაშებთ და ვიმედოვნებ, რომ საინტერესო მატჩი გამოვა."