post

გაზეთი “ლელო”: “რევო, შენთან ვართ!”

“რევო, შენთან ვართ!
…ფეხბურთში მხოლოდ მოგება-წაგება არ არის: ფეხბურთს ხომ კაცები თამაშობენ და
ძალიან ხშირად მომხდარა, როცა ამა თუ იმ კონკრეტული მატჩის საბოლოო შედეგზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, სწორედაც რომ ის კაცური ჟესტი ყოფილა, რითაც თანაგუნდელისა თუ მეტოქის მიმართ თანაგრძნობასა და წუხილს გამოხატავს! ყველას კარგად მოეხსენება, სულ ახლახანს თუ რა ტრაგედია დაატყდა თავს “რუსთავისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს ნუკრი რევიშვილს; ჰოდა, “რუსთავი”-“საბურთალოს” მატჩის წინ, ორივე გუნდის ფეხბურთელები და მსაჯები, ყველანი ერთნაირი მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე; მაისურზე კი შემდეგი წარწერა იყო : “რევო, შენთან ვართ”…
…უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, საბოლოოდ კანონზომიერი შედეგით დასრულდა: “საბურთალომ” მართლაც აკადემიურ სტილში (როგორც ლიდერს შეეფერება) გაიმარჯვა და კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევართან; აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ (“რუსთავი”) და გიორგი ჭიაბრიშვილმა (“საბურთალო”), წინა ტურთან შედარებით, გარკვეული კორექტივები შეიტანა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, ერთის მხრივ, ეს ფაქტი გასაკვვირვი არავისთვის უნდა ყოფილიყო: ეროვნულ ლიგაში დღესდღეობით ხომ მხოლოდ “რუსთავსა” და “საბურთალოს” აქვს იმის ფუფუნება, რომ, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავდეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს როტაცია ბევრად უფრო ეფექტიანი “საბურთალოსათვის” აღმოჩნდა: თითო ტაიმში თითო გოლის გატანა საკმარისი გამოდგა მორიგი წაუგებელი მატჩის ჩასატარებლად…”

ავტორი: გია ტუხაშვილი

Share this...
Share on Facebook0Tweet about this on TwitterShare on LinkedIn0Print this page